ფეხბურთი

1:16 | 14.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" მილნერს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

ინგლისურმა „ლივერპულმა“ ჯეიმს მილნერს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც „წითლების“ ვებგვერდი იტყობინება, ინგლისელი ნახევარმცველი „ენფილდ როუდზე“ 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

მილნერს ძველი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა, თუმცა ფეხბურთელმა კარგი თამაშით ორწლიანი კონტრაქტი დაიმსახურა.

მილნერი „ლივერპულის“ ღირსებას 2015 წლიდან იცავს და დღემდე ჩატარებულ 198 მატჩში 25 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112241