ფეხბურთი

20:32 | 13.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად ჟეზუსი დაასახელეს

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი გაბრიელ ჟეზუსი დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა "დინამო ზაგრებთან" მოგებულ (4:1) მატჩში ჰეთ თრიკი შეასრულა.

მიმდინარე სეზონში სამხრეთამერიკელმა მოთამაშემ ყველა ტურნირზე ჯამში 21 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ათი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩემპიონთა ლიგაზე კი გაბრიელმა ხუთ დაპირისპირებაში თავი ოთხჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122233