ფეხბურთი

19:43 | 13.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კლოპმა "ლივერპულთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

იურგენ კლოპმა „ლივერპულთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. როგორც „წითლების“ ვებგვერდი იტყობინება, გერმანელმა სპეციალისტმა კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

„როდესაც ვხედავ როგორ იზრდება ეს გუნდი და როგორ ვაგრძელებთ ერთად მუშაობას, ვგრძნობ, რომ ჩემი წვლილი უფრო და უფრო დიდი ხდება. ხალხი ხედავდ თუ როგორ ვვითარდებით ყველა ასპექტში. როდესაც 2015 წელს აქ მოვედი, ვფიქრობდი, რომ ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილნი და ახლა ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა 2024 წლამდე გაგრძელდება“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, კლოპმა „ლივერპული“ 2015 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ მერსისაიდულ გუნდს ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოაგებინა, ხოლო თითოჯერ ჩემპიონღა ლიგის და ევროპა ლიგის ფინალში დამარცხდა.

0.111423