სხვა

18:43 | 13.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

2019/2020 წლის სათხილამურო სეზონის გახსნა

2019/2020 წლის ზამთრის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით 16 დეკემბერს 12:00 სთ.ზე თბილისში, სასტუმრო ,,რადისონში“ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრესკონფერენცია გაიმართება.

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია, სათხილამურო სფეროს წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს 2019/2020 წლის ზამთრის სეზონზე დაგეგმილ ღონისძიებებს გააცნობს.

საუბარი შეეხება 2020 წელს გუდაურში დაგეგმილ ევროპის მსოფლიო თასის ეტეპების ჩატარებას და ბაკურიანი 2023 წლის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში 2020 წლის 29 თებერვალსა და 1 მარტს გუდაურში FIS-ის ფრისტაილის ევროპის თასის ეტაპები სნოუბორდის პარალელურ სლალომსა და პარალელურ გიგანტურ სლალომში ჩატარდება. ეს სახეობები საქართველოში პირველად გაიმართება.

ასევე წარდგენილი იქნება საქართველოში დაგეგმილი 2019-2020 წლის სეზონის სამთო-სათხილამური და ფრისტაილის შეჯიბრებების კალენდარი.

კონფერენციას მოწვეული არიან სპორტსმენები, სპორტის მოყვარულები, ჟურნალისტები და სათხილამურო ფედერაციის სპონსორები. საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია კომპანია ,,სილქნეტი“ .

0.108929