სხვა

17:26 | 13.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-ში გაიმართა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა

დღეს, 13 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს სეოკ-ის საანგარიშო სესიის საორგანიზაციო საკითხები. სესია ჩატარდება 2019 წლის 18 დეკემბერს სასტუმრო ,,შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში".

სესიას დაესწრებიან სპორტული უწყებების, ოლიმპიურ სახეობათა სპორტული ფედერაციების, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სეოკ-ის მიერ აღიარებული ასოციაციებისა და კავშირების წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონები, სეოკ-ის აღმასკომის წევრები, პარტნიორები, საპატიო სტუმრები.

დელეგატების წინაშე მოხსენებით წარსდგება სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

სეოკ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებით, 2019 წლის საუკეთესო სპორტული შედეგების მიხედვით სეოკ-ის მიერ განსაზღვრულ ნომინაციებში გამოვლინდნენ საუკეთესოები: წლის სპორტსმენი ქალი, წლის სპორტსმენი სპორტის ზამთრის სახეობაში, წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი(ვაჟი), წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი(გოგონა), წლის ახალგაზრდა სპორტსმენი (23 წლამდე) სპორტის სათამაშო სახეობებში, წლის მწვრთნელი, ქალთა სპორტში დასაქმებული წლის საუკეთესო მწვრთნელი, წლის საუკეთესო სპორტული მენეჯერი, ოლიმპიური მოძრაობის მედია მხარდამჭერი, წლის რეგიონალური ორგანიზაცია, ოლიმპიური სპორტის მხარდამჭერი. ნომინანტთა ვინაობა გამოცხადდება უშუალოდ სეოკ-ის სესიაზე.

ნომინაციაში „2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი" წარდგენილნი არიან ძალოსანი ლაშა ტალახაძე , თავისუფალი სტილის მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი და ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი, რომლებიც ოლიმპიურ წონით კატეგორიებში გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები.

აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, 18 დეკემბერს თავად სესიის დელეგატები კენჭისყრით გამოავლენენ მთავარ ნომინაციაში გამარჯვებულს - 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს.

აღმასკომის წვრებმა მოისმინეს საქართველოს საწყლოსნო სახეობათა პრეზიდენტის დავით რურუას ინფორმაცია 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირებისთვის მზადების და საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების საოლიმპიადო პერსპექტივის შესახებ.

დღევანდელ სხდომაზე სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა დაბადების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სპორტში შეტანილი განსაკუთრებული წვლისისთვის ოლიმპიური მედლებით დააჯილდოვა საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტები - დემიკო ლოლაძე და თენგიზ პაჭკორია.

აღმასკომის წევრებმა დაამტკიცეს ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტული დელეგაციის შემადგენლობა.

ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში (ლოზანა 9 -22 იანვარი, 2020 წ) მონაწილე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა:

ოლიმპიური სოფელი (ლოზანა)

  1. ალინა ურუშაძე - ფიგურული ციგურაობა (ინდივიდუალური)
  2. ლუკა ბერულავა - ფიგურული ციგურაობა (წყვილები)
  3. ალინა ბუტაევა - ფიგურული ციგურაობა (წყვილები)
  4. იულია ლებედევა - ბითაძე - ფიგურული ციგურაობა (ცეკვები)
  5. მიხეილ კაიგოროდცევი - ფიგურული ციგურაობა (ცეკვები)
  6. ნოდარ კოზანაშვილი - სამთო - სათხილამურო სპორტი
  7. ნინო კურტანიძე - სამთო - სათხილამურო სპორტი
  8. ესმირალდა გობოზოვა - ტრამპლინიდან ხტომა
  9. ალექსეი მენშიკოვი - მწვრთნელი (ფიგურული ციგურაობა)
  10. სვეტლანა სოკოლოვსკაია - მწვრთნელი (ფიგურული ციგურაობა)
  11. სამოხინი დენისი - მწვრთნელი (ფიგურული ციგურაობა)
  12. ვახტანგ თედიაშვილი - მწვრთნელი (სამთო - სათხილამურო სპორტი)
  13. იბრაგიმ გობოზოვი - მწვრთნელი (ტრამპლინიდან ხტომა)
  14. გიორგი ესაკია - მისიის ხელმძღვანელი

ოლიმპიური სოფელი (სენტ-მორიცი)

  1. ლუკა მჭედლიანი - ციგაობა
  2. ლაშა მჭედლიანი - ციგაობა
  3. ფელიქს ქუმარიტაშვილი - მწვრთნელი (ციგაობა)
  4. რუსუდან აფციაური - ადმინისტრაციული პერსონალი

ოლიმპიური სოფლის გარეთ

  1. მამუკა ხაბარელი - სეოკ-ის ვიცე პრეზიდენტი
  2. ემზარ ზენაიშვილი - სეოკ-ის გენერალური მდივანი
  3. მარიამ გიორგობიანი - ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი

geonoc.org.ge

0.151261