ფეხბურთი

23:45 | 12.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვილაშ-ბოაში: "პორტუ" პორნოგრაფიული გუნდი იყო"

მარსელის „ოლიმპიკის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა „პორტუ“ გაიხსენა, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში წვრთნიდა. პორტუგალიელმა საინტერესო განცხადება გააკეთადა თქვა, რომ იმ ფორმაციის „პორტუ“ პორნოგრაფიული გუნდი იყო.

„ეს გუნდი პორნოგრაფიული იყო. ჰალკი, ფალკაო, ხამესი, მოუტინიო, ფერნანდო, ოტამენდი... მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გახლდათ. როდესაც მათ კარიერას ვუყურებთ, წარმოუდგენელია“, - თქვა ვილაშ-ბოაშმა.

42 წლის სპეციალისტი „პორტუში“ 2010-2011 წლების სეზონში მუშაობდა და „დრაკონებს“ პორტუგალიის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი და ევროპა ლიგა მოაგებინა. მოგვიანებით, პორტუგალიელმა „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ზენიტი“ და „შანხაი“ გაწვრთნა, ხოლო მიმდინარე წლის მაისიდან „მარსელში“ მუშაობს.

0.113277