სხვა

0:59 | 13.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

kukkiwon-ის სადემონსტრაციო გუნდი საქართველოში

1 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ტაეკვონდოში, საქართველოს kukkiwon-ის სადემონსტრაციო გუნდი ესტუმრა.

სტუმრებმა წარმოუდგენელი სანახაობა აჩვენეს მაყყურებელს. აღსანიშნავია რომ წარმოდგენას 1000 მდე ადამიანი დაესწრო და ყველა აღნიშნავდა სტუმრების საოცარ გამოსვლას.

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, სულხან ბაბუაძემ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამოსვლისათვის.

სადემონსტრაციო გუნდის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ტაეკვონდოს განვიტარებისათვის და მათი ხილვა, ხელს შეუწყობს ტაეკვონდოს პოპულრაზიაციას.

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია, განსაკუთრებულ მადლობას უხდის, საქართველოში, kukkiwon-ის ინსტრუქტორს, დუხვი ლის, გაწეული დახმარებისთვის.

Taekwondo.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101896