ფეხბურთი

2:48 | 13.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ამინ არიტი "შალკეში" 2024 წლამდე ითამაშებს

მაროკოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ამინ არიტმა "შალკესთან" კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

არიტი "შალკემ" 2017 წელს "ნანტიდან" რვა მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მიმდინარე სეზონში ამინმა 16 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ექვსი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მაროკოს ეროვნულ ნაკრებში ნახევარმცველს 10 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

0.10031