ფეხბურთი

18:25 | 12.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: "ჩემპიონთა ლიგა ჩვენი მთავარი მიზანია"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი ამბობს, რომ მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება. გარდა ამისა, ბრაზილიელი ფეხბურთელი „გალათასარაისთან“ დიდსულოვნებით გამოირჩა და ედინსონ კავანის პენალტის დარტყმის უფლება დაუთმო, რაზეც კომენტარი გააკეთა.

„ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ ლიგა 1-ის მომდევნო მატჩზე, მაგრამ შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრიც, რადგან ეს ჩვენი მთავარი მიზანია.

რატომ დავუთმე პენალტი კავანის? ის დიდებული ფეხბურთელია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გოლი გაეტანა“, - თქვა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ ჯგუფური ეტაპი 16 ქულით დაასრულა, ხოლო მერვედფინალში მისი სავარაუდო მეტოქეები არიან: „ტოტენჰემი“, „ატალანტა“, „ატლეტიკო“, „ნაპოლი“, „დორტმუნდი“ და „ჩელსი“.

0.160519