ფეხბურთი

17:12 | 12.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "ახლავე მოვაწერდი ხელს ფინალში "რეალთან" თამაშზე"

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალთან“ თამაში სურს. პორტუგალიელი შემტევის განცხადებით, ურჩევნია „სამეფო კლუბის“ წინააღმდეგ გადამწყვეტ შეხვედრაში ითამაშოს.

„თავს კარგად ვგრძნობ, პრობლემები, რომელიც მქონდა, წარსულია. 4 კვირა მცირე ტკივილით მიწევდა თამაში. მეორე ტაიმი ძალიან კარგად ვითამაშეთ, ჯგუფში პირველ ადგილზე გავედით და პერსონალურადაც უკეთ ვითამაშე.

დიბალას და იგუაინს ძალიან კარგად ვუგებ, ორივესთან თამაში მომწონს. მოედანზე ვერთობით, მაგრამ გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს და ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ. თუმცა, არ შემიძლია უარვყო, რომ დიბალა-იგუაინის დუეტთან თამაში მსიამოვნებს.

მერვედფინალში „რეალი“? რეალი არაჩვეულებრივი გუნდია. არჩევანი ჩემზე რომ იყოს, უფრო შორს შევხვდებოდით. ახლავე მოვაწერდი ხელს „რეალთან“ ფინალში შეხვედრაზე“, - განაცხადა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ 16 ქულით დაასრულა ჯგუფური ეტაპი. მერვედფინალის სავარაუდო მეტოქეები კი „რეალის“ გარდა, „ტოტენჰემი“, „დორტმუნდი“, „ლიონი“ და „ჩელსი“ არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115663