სხვა

14:23 | 12.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების CAS-ში გასაჩივრების შემთხვევაში, განაჩენი განსხვავებული არ იქნება

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასრულებელმა საბჭომ სააგენტოს შესაბამისობის კომიტეტის (CRC) რჩევები ერთხმად მიიღო და რუსეთის სპორტსმენებს საერთაშორისო ასპარეზობებში, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებზე და მსოფლიო ჩემპიონატებზე გამოსვლა 4 წლით აუკრძალა. რუსეთს ასევე აეკრძალა მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძლბა ან მათ ჩატარებაზე განაცხადის გაკეთება.

შეჯიბრებებზე დაიშვებიან მხოლოდ „სუფთა" ათლეტები რუსეთიდან, რომლებიც ნეიტრალური სტატუსით და სახელმწიფო დროშის გარეშე გამოვლენ. ამასთან, რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტო (RUSADA) WADA-ს კოდექსთან შეუსაბამოდ გამოცხადდა.

WADA-ს აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში შევა 21 დღეში ან სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გასაჩივრების და საკითხის განხილვის შემდეგ.

WADA-ს შესაბამისობის კომიტეტის ხელმძღვანელი ჯონათან ტეოლორი მიიჩნევს, რომ CAS-ში განაჩენის გასაჩივრების შემთხვევაში, გადაწყვეტილება განსხვავებული არ იქნება. ამასთან, იგი დარწმუნებული არაა, რომ რუსეთის სპორტის მიმართ მიღებული სანქციები ძალაში შესვლას მოასწრებს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე, რადგან მთელი ეს პროცესი შესაძლოა დროში გაიწელოს: დარწმუნებული არ ვარ, რომ CAS გადაწყვეტილებას ტოკიო-2020-მდე მიიღებს. თუ ეს არ მოხდა, მაშინ WADA-ს ეს გადაწყვეტილება შეიძლება ტოკიოს ნაცვლად პარიზის 2024 წლის თამაშებზე განხორციელდეს".

აღსანიშნავია, რომ გასაჩივრების არაეფექტორობაზე მოსაზრებას იზიარებს RUSADA-ს გენერალური დირექტორი იური განუსი: „დიდი ალბათობით, გასაჩივრებაზე გაადწყვეტილებას 19 დეკემბერს RUSADA-ს სადამკვირვებლო საბჭო მიიღებს. თუმცა, ვფიქრობ, პერსპექტივა არ გვაქვს."

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101197