სხვა

12:48 | 12.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

თომას ბახის თქმით, 2020 წლის ოლიმპიური თამაშები სრულიად თავისუფალი უნდა იყოს დოპინგისგან

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, რომ IOC ყველა ღონეს ხმარობს, რათა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები სრულიად თავისუფალი იყოს დოპინგისგან.

„IOC დოპინგთან მიმართებაში ნულოვანი მოთმინების პოლიტიკას ატარებს. ყველა ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ დამნაშავეები შეჯიბრებამდე ვამხილოთ," - განაცხადა თომას ბახმა.

IOC-ის პრეზიდენტის თქმით, სწორედ ამ მიზნით საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ახალი ანტისადოპინგო პროგრამის დასაფინანსებლად დამატებით გამოყო 10 მილიონი დოლარი.

ეს იმისთვისაა საჭირო, რომ 2020 წელს ოლიმპიური თამაშები თავისუფალი იყოს დოპინგისგან," - დასძენს თომას ბახი.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115613