კალათბურთი

9:07 | 12.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ინდიანამ“ „ბოსტონს“ მოუგო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ ტურში, გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ შინ „ბოსტონ სელტიკსს“ 122:117 (30:32, 31:25, 23:37, 28:23) სძლია. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 2 წუთსა 1 წამს დაჰყო და ამჯერად თავი არაფრით გამოუჩენია.

ინდიანელთა რიგებში საუკეთესო მალკომ ბროგდონი გახლდათ, რომელმაც 29 ქულა მოაგროვა და 8 შედეგიანი პასი მიითვალა.

აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში, 16 მოგებითა და 9 წაგებით, „ინდიანა“ კვლავ მე-6 ადგილზე რჩება.

0.147679