ფეხბურთი

2:10 | 12.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას 90 წუთი "ატლეტიკოსთან"

სოლომონ კვირკველიამ მოსკოვის „ლოკომოტივის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე შეუცვლელად ითამაშა. ეს გამოსარჩევი ამბავია, რადგან მიმდინარე სეზონში ქართველის მოედანზე ყოფნას, მითუფრო ასეთი რანგის ტურნირზე შეჩვეული არ ვართ.

იური სიომინმა ჩვენებურს შანსი მადრიდში, „ატლეტიკოსთან“ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მისცა. სხვათა შორის, კვირკველიამ სულ რაღაც მესამე თამაში ჩაატარა სეზონში და მეორედ იყო ძირითადში. თუმცა, პირველად ეს რუსეთის თასზე მოხდა „ბალტიკასთან“, რაც შეგვიძლია სათვალავში არ მივიღოთ...

„ლოკომოტივმა“ კი დიეგო სიმეონეს გუნდთან 0:2 წააგო და D ჯგუფში პირველ ტურში მოპოვებული სამი ქულის შემდეგ მიჯრით ხუთი მარცხი განიცადა, შედეგად, ჯგუფში ჩარჩა.

0.112219