ფეხბურთი

20:31 | 11.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" რონალდუს გაეხუმრა: "ეს ფაქტია და არა მოსაზრება"

ლონდონის „ჩელსის“ მცველმა სესარ ასპილიკუეტამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ესპანელმა ეს ორი გოლი ბოლო სამ შეხვედრაში გაიტანა, ხოლო მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 46 თამაშში 1 გოლი ჰქონდა გატანილი.

ასპილიკუეტას შედეგიან თამაშს „არისტოკრატების“ ტვიტერის გვერდი გამოეხმაურა და კრიშტიანუ რონალდუს გაეხუმრა.

„სესარ ასპილიკუეტამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუმ. ფაქტია, არა უბრალოდ მოსაზრება“, - წერს „ჩელსის“ ტვიტერის გვერდი.

შეგახსენებთ, რომ ლონდონელებმა მერვედფინალში გასვლა მეორე ადგილით შეძლეს. რონალდუს რაც შეეხება, მას ჯერჯერობით ერთადერთი გოლი აქვს გატანილი და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს დღეს „ლევერკუზენთან“ ჩაატარებს.

0.136172