ფეხბურთი

17:22 | 11.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმამ "მილანთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა

ჯანლუიჯი დონარუმამ „მილანთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიელ მეკარეს „როსონერიმ“ გაუმჯობესებული ხელშეკრულება 6-დან 7 მილიონ ევრომდე შესთავაზა.

თუმცა, დონარუმამ წინადადება უარყო და შესაძლოა ზაფხულში ლომბარდიული გრანდი დატოვოს.

გარდა ამისა, არაა გამორიცხული საქმეში „იუვენტუსიც“ ჩაერთოს, რომელიც მოვლენების განვითარებას აკვირდება და შესაძლოა 20 წლის კარის დარაჯი დაიმატოს.

შეგახსენებთ, რომ დონარუმა „მილანის“ მთავარ გუნდში 2015 წლიდან თამაშობს და იტალიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრიცაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108174