ფეხბურთი

9:51 | 11.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „ძალიან რთული მატჩი გამოდგა, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ“

„ზალცბურგთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩის შემდეგ (2:0), „ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ძალიან რთული შეხვედრა გამოდგა, მაგრამ გავიმარჯვეთ. ამისათვის მიყვარს ჩემი გუნდი. „ზალცბურგი“ მართლაც კარგად თამაშობდა, მაგრამ ჩვენ უფრო სახიფათოდ ვუტევდთ. მეორე ტაიმში კი მეტოქე სისწრაფეებს ვეღარ გაუმკლავდა.

აქ ტურნირის მოქმედი გამარჯვებულის რანგში ჩამოვედით. შესაძლებელი იყო წაგვეფორხილა და ჯგუფიდან საერთოდ ვერ გავსულიყავით. მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის. - ციტირებს უეფას პრესსამსახური გერმანელი სპეციალისტის იტყვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110753