ფეხბურთი

3:40 | 11.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ანჩელოტი "ნაპოლიდან" დაითხოვეს

იტალიურმა „ნაპოლიმ“ კარლო ანჩელოტი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა. როგორც ნეაპოლელთა ვებგვერდი იტყობინება, გამოცდილ სპეციალისტთან და მის სამწვრთნელო შტაბთან ხელშეკრულება განულებულია.

აურელიო დე ლაურენტისმა ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგაზე, „გენკთან“ (4:0) გამარჯვების შემდეგ გაათავისუფლა.

რადიკალური ნაბიჯის მიზეზი კი სერია A-ში წარუმატებელი შედეგებია, სადაც „აძურის“ ზედიზედ 7 მატჩი არ მოუგია და 21 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება. აი, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი პირიქით იყო - 12 ქულა (3 მოგება, 3 ფრე) და მერვედფინალის საგზური.

კარლო ანჩელოტი „ნაპოლის“ 2018 წლის ზაფხულიდან წვრთნიდა. როგორც იტალიური მედია წერს, გადაწყვეტილია, რომ მისი მემკვიდრე ჯენარო გატუზო იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135823