ფეხბურთი

0:26 | 11.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი ჭიაბრიშვილმა "საბურთალო" დატოვა

თბილისის „საბურთალო“ გიორგი ჭიაბრიშვილმა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია თბილისური გუნდის ვებგვერდმა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა. კლუბი მადლობას უხდის ჭიაბრიშვილს გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს.

დარწმუნებულნი ვართ, გიორგი ჭიაბრიშვილი დარჩება “საბურთალოს” ერთგულ გულშემატკივრად! ჩვენის მხრივ, “საბურთალო” მუდამ იქნება მისი უპირველესი ქომაგი. მადლობა გიორგის გაწეული შრომისთვის! ახალგაზრდა სპეციალისტს წარმატებებს ვუსურვებთ სამწვრთნელო კარიერაში“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

გიორგი ჭიაბრიშვილი „საბურთალოს“ 6 წლის განმავლობაში წვრთნიდა და გუნდი 2015 წელს ჯერ უმაღლეს ლიგაში ისტორიაში პირველად დააწინაურა. შემდეგ ასევე პირველად ქვეყნის ჩემპიონი გახდა (2018 წელს), ათამაშა ევროსარბიელზე (ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი), ხოლო ყველაფერი საქართველოს თასის მოგებით დააგვირგვინა, რომელიც კლუბის ისტორიაში ასევე სადებიუტო იყო.

საინტერესოა, რომ ამ პერიოდში ჭიაბრიშვილმა „საბურთალოს“ 200 მატჩში უხელმძღვანელა. ჯერჯერობით უცნობია ვინ ჩაიბარებს დედაქალაქურ გუნდს და სად გააგრძელებს მუშაობას ქართველი სპეციალისტი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125171