ფეხბურთი

17:13 | 10.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ მზადაა ნეიმარი 180 მილიონად გაყიდოს

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა მზადაა მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ნეიმარის გაყიდვის საქმე განიხილოს - გვამცნობს Marca.

გასულ ზაფხულს ბრაზილიელის ტრანსფერი ვერ მოხეხრხდა, რადგან პარიზელებმა მიიჩნიეს, რომ „ბარსელონა“ საკმარის თანხას არ იხდიდა. თუმცა, მოთამაშეს აზრი არ შეუცვლია და კვლავინდებურად კატალონიურ კლუბში გადასვლა სურს. მისი ფასი ახლა 180 მილიონი ევროა და არა 300, როგორც მანამდე იყო.

ღირსეული წინადადების მიღების შემთხვევაში, სეზონის ბოლოს ნეიმარმა მართლაც შეიძლება პარიზი დატოვოს, რასაც ვერ ვიტყვით პსჟ-ის ჭაბუკ ვარსკვლავ კილიან მბაპეზე.

კილიანი ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ფეხბურთელია. თუ მის ასაკსაც (20 წლის) გავითვალისწინებთ, მისი ტრანსფერი ასტრონომიული თანხა შეიძლება დაჯდეს.

0.122768