ფეხბურთი

14:46 | 10.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი: „კარგი იქნებოდა, მესისთვის და რონალდუსთვის ცალკე „ოქროს ბურთი“ დაეარსებინათ“

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კარგი იქნებოდა ლიონელ მესისთვის და კრიშტიანუ რონალდუსთვის ცალკე „ოქროს ბურთი“ დაეარსებინათ.

„შეიძლებოდა ისე გაგვეკეთებინა, რომ მესისა და რონალდუსთვის ცალკე „ოქროს ბურთი“ დაარსებულიყო, რომელიც მათ ყოველ წელს შედეგებიდან გამომდირე გადაეცემოდათ. მეორე „ოქროს ბურთი“ კი დანარჩენებისთვის ყოფილიყო. ასეთი მიდგომა ფეხბურთისთვის სასარგებლო იქნებოდა“ - ციტირებს რამოსის სიტყვებს Marca.

მესის და რონალდუს „ოქროს ბურთი“ ყველაზე მეტჯერ მოუგიათ. არგენტინელს ექვსჯერ, პორტუგალიელს - ხუთჯერ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121152