ფეხბურთი

15:24 | 10.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩმა "მილანი" აირჩია

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანში“ თამაში გადაწყვიტა. თუმცა, კონტრაქტის დეტალები ჯერ კიდევ შესათანხმებელია. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, შვედი ფეხბურთელი თანახმაა „როსონერიში“ დაბრუნდეს, მაგრამ სურს, რომ კლუბმა მისი წინადადება მიიღოს.

„მილანი“ იბრას 6-თვიან კონტრაქტს 2 მილიონი ევროს ანაზღაურებით სთავაზობს, ამის შემდეგ კი საუბარი იქნება 1-წლიან ხელშეკრულებაზე 4 მილიონი ევროს ხელფასით.

თავის მხრივ ზლატანს ახლავე სურს 1.5-წლიანი სრულფასოვანი კონტრაქტი გაცილებით მაღალი ანაზღაურებით. თუ ამ კუთხით შეთანხმება შედგება, შვედი „სან სიროზე“ დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი „მილანის“ ღირსებას 2010-2012 წლებში იცავდა და 85 მატჩშუ 56 გოლიც აქვს გატანილი.

0.112539