ფეხბურთი

14:21 | 10.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

„სიტი“ „ჩელსის“ აკეს შეეცილება

„მანჩესტერ სიტიმ“ „ბორნმუთის“ ჰოლანდიელი მცველის, ნათან აკეს შეძენის სურვილი გამოთქვა. ადრე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ახალ გულიტს“ „ჩელსი“ უტრიალებდა - გვამცნობს Sky Sports.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის „არისტოკრატთა“ ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელ ფრენკ ლაპარდს ერთობ სოლიდური თანხა გამოუყო და კვალიფიციური მცველის შეძენა მათთვის პრიორიტეტია. „ბორნმუთი“ აკეს 50 მილიონ ევროდ აფასებს. მის არსებულ კონტრაქტს კი ვადა 2022 წელს გასდის.

და აი, ახლა გაჟღერდა, რომ აკეს გადაბირება „სიტისაც“ განუზრახავს. ვენსან კომპანის წასვლის და ერიკ ლაპორტის ტრავმის კვალად, „ქალაქელებს“ დაცვში პრობლემები შეექმნათ და მის სასწრაფოდ მოგვარებას ცდილობენ.

0.111656