ფეხბურთი

0:00 | 10.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "რეალთან", "ბარსასთან", "იუვესთან", "ლივერპულთან" და "მანჩესტერთან" კონკურენცია არ შეგვიძლია"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე არ ფიქრობს. ესპანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მის გუნდს „ლივერპულთან“, „მანჩესტერთან“, „რეალთან“, „იუვენტუსთან“ და „ბარსელონასთან“ კონკურენცია არ შეუძლია.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ თავი ძალიან კარგად დაიცვა და კონტრშეტევებზეც შესანიშნავად ითამაშა. ეს არის დონე, რომელსაც ვაწყდებით „ლივერპულის“, „მნაჩესტერ იუნაიტედის“, „ბარსელონას“, „რეალის“ ან „იუვენტუსის“ წინააღმდეგ. ეს არის გუნდები, რომლებთანაც უნდა ვითამაშოთ და ახლა, მათთან კონკურენცია არ შეგვიძლია. ეს უნდა გავაცნობიეროთ, ვიმუშაოთ და წინ წავიდეთ.

ახლა მხოლოდ დეკემბერის დასაწყისია, წაგებას უნდა შევეგუოთ და განვითარებაზე ვიფიქროთ. არის სხვა ტურნირები, სადაც უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგებას არ ვფიქრობთ, ისევე როგორც იმაზე თუ რამდენი ქულა გვჭირდება პრემიერლიგაში. უბრალოდ გვინდა ყველა თამაში მოვიგოთ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგაში ლიდერ „ლივერპულს“ 14 ქულით ჩამორჩება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115462