სხვა

16:12 | 9.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ჩემპიონატზე შესვენებაა

საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე ხელბურთში 2019 წლის ბოლო სამი მატჩი გაიმართა. ლიდერობს აჭარის გუნდი, შეჯიბრება 2020 წელს განახლდება.

ზესტაფონის სპორტის სასახლეში აჭარამ 47-16 დაამარცხა ზუგდიდის გუნდი, ხოლო წყალტუბომ მოუგო სენაკსა (37-17) და ქუთაისს, 27-19.

შარშანდელი ჩემპიონი აჭარა 7 მატჩიდან 14 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზეა ბრინჯაოს პრიზიორი ფოთი 12 ქულით, 10 ქულა აქვს სამტრედიას. თუმცა, დასავლეთი საქართველოს გუნდებს ერთმანეთში 7-7 მატჩი აქვთ ნათამაშები, აღმოსავლელებს - 4-4. პირველი წრე დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჯვარედინი მატჩებით, რის შემდეგაც გაირკვევა რეალური სიტუაცია და დასრულდება კიდეც ჩემპიონატი პირველი ეტაპი.

აღმოსავლეთის გუნდებში ოთხიდან ოთხი მოგება აქვს შარშანდელ ვერცხლის პრიზიორ პეგასს, 1 წაგებითაა ქარიშხალა. მეორე ეტაპზე გადავა 10 საუკეთესო, ბოლოს კი ჩემპიონატს ფინალური ოთხეულის ტურნირი დასრულება.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ჭაბუკები, უფროსი ასაკი (2004-05)

8 დეკემბერი, ზესტაფონი

სენაკი - წყალტუბო 17-37

ზუგდიდი - აჭარა 16-47

ქუთაისი - წყალტუბო 19-27

მსაჯები: თ. ბჟალავა - გ. გველესიანი

--------------------თ---მ---ფ---წ-------ბ-------ქ

აჭარა-----------7---7---0---0---304-115--14

ფოთი----------7---6---0---1---177-111--12

სამტრედია----7---5---0---2---182-129--10

პეგასი----------4---4---0---0----93-42----8

წყალტუბო----7---4---0---3---154-149---8

ქარიშხალა----4---3---0---1----84-59----6

ზუგდიდი-----7---3---0---4---125-120---6

თელავი--------4---2---0---2----61-89----4

ქუთაისი-------7---2---0---5---102-140---4

რუსთავი------4---1---0---3----65-79----2

სენაკი----------7---1---0---6---77-217—-2

ქარელი--------4---0---0---4----57-91----0

ტყიბული------7---0---0---7---45-185---0

გაგრძელდება 2020 წელს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1059