თამაშგარე

10:30 | 9.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას ქალიშვილი საწმერთულის ამარა დარჩა

როგორც ჭაბუა ამირეჯიბის “დათა თუთაშხიაშია“, გარკვეულ თანხად ფოთის პოლიცმაისტერმაც კი შეიძლება გაიხადოს და რა გასაკვირია, თამამ ფოტოსესიას ლეგენდარული დიეგო მარადონას ქალიშვილიც თუ მოაწყობდა. მით უმეტეს, რომ მარადონას 23 წლის ქალიშვილს ჯანა მარადონას, გახდის მომთხოვნი მართლაც რომ ბევრი ჰყავდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, დიეგო მარადონას ქალიშვილმა ჯანამ ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, საბოლოოდ მაინც დასთანხმდა ერთ-ერთი არგენტინული ბულვარული ჟურნალის შეთავაზებას და საკმაოდ მსუყე ანაზღაურების სანაცვლოდ თამამი და სექსუალური ფოტოსესიით გაახარა სრულიად მსოფლიო.

ჯანა მარადონას ამ გადაწყვეტილებას მისი მამა დიდი სიხარულით არ შეხვედრია. მარადონა როგორც იცით ამჯერად კვლავ მწვრთნელობას ეწევა (სიგარასაც) და ამის მიუხედავად მაინც გამონახა დრო შვილის ნიფხვისამარობაზე კომენტარის გასაკეთებლად. მარადონა ამბობს, რომ ჯანა უკვე ზრდასრული გოგოა და თავად იღებს გადაწყვეტილებებს. თუმცა, მას არ მოეწონა შვილის სითამამე და საწმერთულის ამარა დარჩენა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145147