ფეხბურთი

2:16 | 9.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

„სევილიამ“ ლიდერებთან მიახლოების შანსი ვერ გამოიყენა

კვირის სათამაშო დღეს, პრიმერაში ყველაზე საინტერესო ალბათ გვიანი მატჩი იყო „ოსასუნასა“ და „სევილიას“ შორის. წარმატების შემთხვევაში ხომ ანდალუზიელები მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებოდნენ ლიდერ „ბარსელონა“ – „რეალს.“

შეხვედრა საკმაოდ ცოცხალი გამოდგა. ის იყო, სასტარტო სასტვენი გაისმა, რომ ავილამ ძლიერი თავურით სტუმართა კარის ხარიხა შეაზანზარა. თუმცა სწრაფი გოლი სევილიელებმა გაიტანეს. ბანეგას შესანიშნავი გადაცემა მუნირმა დააგვირგვინა. ეს ექს-კატალონიელის პირველი გოლი გახლდათ მიმდინარე პრიმერაში.

ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა ძალები მოიკრიბეს და მედგრად შეუტიეს. ამისათვის დასაჩუქრდნენ კიდეც. ადრიანის ქუსლით პასი ავილამ გოლად აქცია.

შესვენების შემდეგ, კიდევ უფრო მეტი მომენტი შეიქმნა ორივე კართან. ერთობ აქტიურობდა ჩიჩარიტო. მაგრამ გოლი არ გასულა. 61-ე წუთზე მსაჯმა „ოსასუნას“ კაპიტანი ოიერი გააძევა და ვითარება უფრო დაიძაბა. სევილიელებმა თითქოს იძალეს, ერთხელ ძელსაც გაარტყეს ბურთი, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

„სევილია“ მესამე ადგილზე დგას და სამი ქულით ჩამორჩება ლიდერებს.

ესპანეთი

პრიმერა. მე-16 ტური. 8 დეკემბერი

ოსასუნა - სევილია 1:1

პამპლონა. „ელ სადარი.“ 15 045

0:1 მუნირი (11), 1:1 ავილა (45+2)

ოსასუნა: პერესი, მონკაიოლა (უნაი გარსია 72), ნავასი, დავიდ გარსია, ესტუპინიანი, ტორესი, ოიერი, ბრაშანაცი, რუბენ გარსია (მერიდა 76), კარდონა (ლოპესი 28), ავილა

მწვრთნელი: იაგობა არასატე

სევილია: ვაცლიკი, ნავასი, კუნდე (კარისუ 59), კარლოსი, რეგილონი, ფერნანდო, ხორდანი (ვასკესი 59), ბანეგა, ტორესი (დაბური 78), ელ ჰადადი, ჩიჩარიტო

მწვრთნელი: ხულენ ლოპოტეგი

მსაჯი: ხავიერ ფერნანდესი

გაფრთხილება: ნავასი (16), ოიერი (49), მერიდა (77); კუნდე (10), რეგილონი (44), ბანეგა (46), ნავასი (89)

გაძევება: ოიერი (61)

ვალიადოლიდი - სოსიედადი 0:0

ეიბარი - ხეტაფე 0:1

0:1 ანხელი (67)

გაძევება: ორელიანა (90+7, ეიბარი)

ბეტისი - ბილბაო 3:2

1:0, 2:0, 3:0 ხოაკინი (2, 11, 20), 3:1 უილიამსი (44 პენ.), 3:2 ბერჩიჩე (75)

ლეგანესი - სელტა 3:2

1:0, 2:0 ოსკარ როდრიგესი (15, 39), 3:0 როდრიგეში (55), 3:1 არაუხო (64), 3:2 ასპასი (81)

გაძევება: ფერნანდესი (71, სელტა)

0.114077