სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:11 | 9.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოლეადორი ტეო და ათეულში დაბრუნებული "მილანი"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის სერია A-ში მე-15 ტურის თავზე „მილანმა“ ათეულში შეაღწია. წლების წინ ეს სასაცილოდაც არ ეყოფოდათ, მაგრამ მიმდინარე სეზონში „როსონერიმ“ იმდენად წარუმატებლად დაიწყო, რომ ახლა სტეფანო პიოლის გუნდი თითოეული ნაბიჯი წინ, აღსანიშნავი და გამოსარჩევია.

„მილანმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და მეათე ადგილზე აღზევდა! ლომბარდიულმა გრანდმა „ბოლონიას“ მისსავე მოედანზე მოუგო - 3:2. მორიგი გოლი გაიტანა ტეო ერნანდესმა, რომელიც შესაშურად გამოიყენება. მართალია ფრანგმა ცოტა ხანში ავტოგოლიც მიითვალა, მაგრამ მისი გარჯის არგამოყოფა არ შეიძლება. უკვე მეოთხე გოლი გაიტანა და „მილანის“ ისტორიაში პირველი მცველი გახდა, რომელმაც სადებიუტო სეზონში 4 გოლი გაიტანა. მის გარდა, კშიშტოფ პიონტეკმა და ჯაკომო ბონავენტურამაც გამოიჩინეს თავი. თავის მხრივ, მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ უქულოდ დარჩნენ.

„კალიარის“ საოცარი სერია გრძელდება - სარდინიელებმა ზედიზედ მე-13 წაუგებელი თამაში ჩაატარეს და ისევ ოთხეულში არიან. არადა, თითქოს როლანდო მარანის გუნდის მრისხანე სვლა რეჯიო ემილიაში „სასუოლოსთან“ უნდა შემწყდარიყო, სადაც პირველი ტაიმის შემდეგ ორბურთიანი ჩამორჩენა ჰქონდა. მერე დომენიკო ბერარდიმ პენალტიც გააცუდა და „კალიარის“ შანსი დაუტოვა, რომელმაც ჟოაო პედროსა და რაგატცუს გოლებით ქულა მაინც მოიპოვა. კუნძულელებმა საწყის ორ ტურში ორი მარცხი განიცადეს და მას შემდეგ წაგების გემო მათთვის უცხოა. გეტყვით იმასაც, რომ სერია A-ში „კალიარიმ“ პირველად მოახერხა მინიმუმ ორი გოლის გატანა ზედიზედ 6 შეხვედრაში....

ვინჩენცო მონტელას „ფიორენტინამ“ კი ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. მიუხედავად კატასტროფული შედეგებისა, ფლორენციელები „აეროპლანინოს“ ნდობას უცხადებენ და თქვეს, რომ მომდევნო ორ ურთულეს მატჩში „ინტერთან“ და „რომასთან“ გუნდს ისევ ვინჩენცო გაუძღვება. „იებმა“ ამჯერად ტურინში „ტორინოსთან“ განიცადეს მარცხი და მიუხედავად სეზონისწინა ამბიციებისა სატურნირო ცხრილში უკან-უკან მიექანებიან.

დიდი ხნის პაუზის შემდეგ როგორც იქნა მოიგო „ბრეშამ“, რომელმაც სტუმრად „სპალი“ მარიო ბალოტელის გოლით დაამარცხა და ბოლო ადგილი სწორედ მას გაუცვალა. „სუპერმარიომ“ კი სერია A-ში 50-ე გოლის გატანა შეძლო.

გენუის „სამპდორია“ კრიზისს თავს ვერ აღწევს და ამჯერად შინ „პარმასთან“ იურაი კუცკას გოლით წააგო. ბოლო წუთებში ფაბიო კვალიარელამ პენალტი ვერ გამოიყენა, დამატებაზე კი გაიტანა, მაგრამ თანაგუნდელის საჯარიმოში ნაადრევად შეჭრის გამო გოლი გაუუქმეს.

მეორე გენუური გუნდიც შავ დღეშია - „ჯენოა“ „ლეჩეს“ პირველი ტაიმის მერე 2:0-ს ამარცხებდა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო. გამოვყოთ ვეტერანი მაკედონიელის, გორან პანდევის ფანტასტიკური გოლი, რომელმაც 38 მეტრიდან მოახერხა მეტოქის კარის აღება. მიუხედავად ამისა, „ლეჩემ“ მეორე ნახევარში ჩამორჩენა გააბათილა და ქულა მოიპოვა. სხვათა შორის, „ჯენოამ“ მატჩის ბოლო 15 წუთი 9 ფეხბურთელით ჩაატარა, მაგრამ ფრე მაინც შეინარჩუნა. მიუხედავად ქულისა, ტიაგო მოტას გუნდმა გასავარდნი ზონა მაინც ვერ დატოვა.

„ლეჩე“ – „ჯენოა“ 2:2 (0:2)

გოლები: 0:1 პანდევი (31), 0:2 კრიშიტო (45, პენ), 1:2 ფალკო (60), 2:2 ტაბანელი (70)

„ტორინო“ – „ფიორენტინა“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ძაძა (22), 2:0 ანსალდი (72), 2:1 კასერესი (90)

„სპალი“ – „ბრეშა“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ბალოტელი (54)

„სასუოლო“ – „კალიარი“ 2:2 (2:0)

გოლები: 1:0 ბერარდი (7), 2:0 ჯურიჩიჩი (36), 2:1 ჟოაო პედრო (51), 2:2 რაგატცუ (90)

„სამპდორია“ – „პარმა“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 კუცკა (21)

„ბოლონია“ – „მილანი“ 2:3 (1:2)

გოლები: 0:1 პიონტეკი (15, პენ), 0:2 ერნანდესი (32), 1:2 ერნანდესი (40, ა.გ), 1:3 ბონავენტურა (46), 2:3 სანსონე (84, პენ)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.114627
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X