ფეხბურთი

21:49 | 8.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლესტერმა“ საკლუბო რეკორდი დაამყარა

“ლესტერმა“ მიჯრით მერვე მატჩი მოიგო პრემიერლიგაში და საკლუბო რეკორდი დაამყარა. ჯეიმი ვარდიმ ზედიზედ მერვე შეხვედრაში გაიტანა და ცოტაღა უკლია საკუთარ მიღწევამდე, როცა საჩემპიონო სეზონში, ზედიზედ 11 შეხვედრაში გაჰქონდა.

„ლესტერმა“ სტუმრად გაანადგურა „ასტონ ვილა“ 4:1. დუბლი მიითვალა ვარდიმ, თითოც იჰეანაჩომ და ევანსმა გაიტანეს. მასპინძელთაგან თავი რამდენიმე წლის წინათ ირლანდიური ფეხბურთის მთავარ იმედად დასახელებულმა გრილიშმა გამოიჩინა.

ბრიტანელი ექსპერტები ამბობენ, რომ როჯერსის ფორმაციის „ლესტერი“ უკეთ გამოიყურება, ვიდრე კლაუდიო რანიერის 2015-16 წლის საჩემპიონო გუნდი.

რაც შეეხება „ასტონ ვილას,“ ბირმინგემელების საქმეები ვერ მიდის მთლად კარგად. გასავარდნ ზონაშია და თამაშიც მაინცდამაინც ვერ აქვს გამართული.

ყველაფერთან ერთად, გუშინ, 7 დეკემბერს, მათი ყოფილი მთავარი მწვრთნელი, 87 წლისა რონ სონდერსი გარდაიცვალა, რომელმაც 1981 წელს მათ ბოლო ჩემპიონობა მოაგებინა.

ახლა „ლესტერმა“ 16 ტურის შემდეგ, 28 ქულა მოაგროვა და ლიდერ „ლივერპულს“ რვა ქულით ჩამორჩება.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-16 ტური. 8 დეკემბერი

ასტონ ვილა - ლესტერი 1:4

ბირმინგემი. „ვილა პარკი.“ 41 908

0:1 ვარდი (20), 0:2 იჰეანაჩო (41), 1:2 გრილიში (45+2), 1:3 ევანსი (49), 1:4 ვარდი (75)

ასტონ ვილა: ჰიტონი, კონსა, ტარგეტი (ჟილბერი 78), ალ მუჰამადი, მინგსი (ენგელსი 23), ლუისი, მაკგინი, გრილიში, ნაკამბა (ტრეზეგე 59), ელ ღაზი, უესლი

მწვრთნელი: დინ სმიტი

ლესტერი: შმაიხელი, ჩილუელი (ჯასთინი 81), სეიუნჯუ, ევანსი, პერეირა, ტილემანსი, მედისონი, ნდიდი, პრატი (ოლბრაიტონი 76), ვარდი, იჰეანაჩო (ბარნსი 64)

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: მინგსი (13), ნაკამბა (36), უესლი (45+3), ტარგეტი (50), მაკგინი (60), გრილიში (90+1); იჰეანაჩო (39), პერეირა (45+1)

ნორვიჩი - შეფილდი 1:2

1:0 ტეტი (27), 1:1 სტივენსი (49), 1:2 ბოლდოკი (52)

ნიუკასლი - საუთჰემპტონი 2:1

0:1 ინგზი (52), 1:1 შელვი (68), 2:1 ფერნანდესი (88)

ბრაიტონი - ვულვზი 2:2

0:1 ჟოტა (28), 1:1მოპე (34), 2:1 პრიოპერი (36), 2:2 ჟოტა (44)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13087