კალათბურთი

22:15 | 8.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას MVP-ის ტიტული ესპანეთში

ესპანეთის ლიგა ენდესაში კიდევ ერთი გამორჩეული თამაში ჩაატარა თორნიკე შენგელიამ და „ბასკონიას“ ულიდერა. იმის თქმაც შეიძლება, რომ ამას უკვე მივეჩვიეთ და შეგვძილია ჩვეულებრივ მოვლენებში გავიყავნოთ.

„ბასკონიამ“ მე-12 ტურში „ჟუვენტუტს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში ბოლო წამებზე 87:86 დაამარცხა. არადა, ვიტორიელებმა პირველი პერიოდი 25:9 მოიგეს და თითქოს გამარჯვება ასე არ უნდა გასჭირვებოდათ.

შენგელია მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო. თორნიკემ 31:12 წუთში 19 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. 7-დან 5 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. ნიშანდობლივია, რომ ეს ერთადერთი სამქულიანი ქართველმა მძიმე ფორვარდმა ყველაზე გარდამტეხ მომენტში ჩააგდო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი 30-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო და MVP-ის ტიტულიც დამსახურებულად მიიღო. ვთქვათ ისიც, რომ კარგი მატჩი ჰქონდა მეტ ჯენინგსაც, რომელმაც 27 წუთში 16 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.

„ბასკონიას“ 6 მოგებითა და ამდენივე წაგებით მე-9 ადგილზე იმყოფება, ხოლო მომდევნო ტურში 15 დეკემბერს, „მურსიას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100723