ფეხბურთი

20:15 | 8.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ლიგა 1-ში 19 წლის ქართველის დებიუტი შედგა

საფრანგეთის ლიგა 1-ში ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა. „ნიცასთან“ დაპირისპირებაში „მეცის“ შემადგენლობაში 83-ე წუთზე ტომას დელაინის ნაცვლად მოედანზე გიორგი მიქაუტაძე გამოჩნდა.

გიორგი 19 წლის თავდამსხმელია და „მეცის“ აკადემიის წევრია, ხოლო ლიგა 1-ში გუშინ მისი დებიუტი შედგა.

მიქაუტაძეს ამჟამად საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს და სწორედ ამ ქვეყანაში 2000 წლის 31 ოქტომბერს დაიბადა, თუმცა ცხადია, მისი ფესვები ქართულია.

0.114751