ფეხბურთი

19:49 | 8.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას შესანიშნავი თამაში და საგოლე პასი რუსეთის პრემიერლიგაში (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში ხვიჩა კვარაცხელია საგოლე პასით გამოირჩა. „რუბინი“ უშუალო კონკურენტ „სოჭს“ სტუმრად ეწვია და აგებდა, მაგრამ ქართველი შემტევის აქტიურობით ქულა გადაარჩინა - 1:1.

კვარაცხელიამ 49-ე წუთზე შესანიშნავად ითამაშა, სოლორეიდი განახორციელა და ევგენი მარკოვი მეკარესთან პირისპირ დატოვა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. მოგეხსენებათ, ხვიჩამ წინა ტურში ასევე შეცვლიდან ითამაშა და მაშინ გოლით იხსნა ყაზანელები წაგებისგან, ხოლო ახლა პასით დაეხმარა. ცნობისთვის, ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

ზურიკო დავითაშვილს რაც შეეხება, ძირითად შემადგენლობაში იყო და კვარაცხელია მოედანზე 46-ე წუთიდან სწორედ მის ნაცვლად გამოჩნდა.

„რუბინს“ 19 ქულა აქვს 19 ტურის შემდეგ და პლეი-აუტის ზონაშია, მე-13 საფეხურზე. გეტყვით იმასაც, რომ რუსეთის პრემიერლიგაში ზამთრის შესვენება გამოცხადდა და სეზონი 2020 წლის 1 მარტს განახლდება. პაუზაზე ყაზანელთა ქართველი ლეგიონერები ასეთი მონაგარით გავიდნენ:

ხვიჩა კვარაცხელია - 17 თამაში (4 ძირითადში), 2 გოლი, 1 საგოლე პასი.

ზურიკო დავითაშვილი - 15 თამაში (15 ძირითადში), 1 გოლი.

ბექა მიქელთაძე - 11 თამაში (3 ძირითადში), 1 გოლი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113