ფეხბურთი

15:00 | 8.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი: "კარიერაში საუკეთესო გოლი გავიტანე"

ურუგვაის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა "მალიორკასთან" მოგებულ (5:2) ლა ლიგის მე-16 ტურის მატჩში 43-ე წუთზე ეფექტური დარტყმით შეძლო მეტოქის კარის აღება და შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ კარიერაში საუკეთესო გოლი გაიტანა.

"ჩემ კარიერაში საუკეთესო გოლი გავიტანე. ვიცოდი რომ კუთხეში დარტყმა ქუსლით შემეძლო, მაგრამ ველოდი რომ მეკარესაც ჰქონდა რეაგირების შანსი. "მალიორკასთან" თავდაჯერებულად ვითამაშეთ და შეტევაში კარგად გამოვიყურებოდით." - ციტირებს სუარესის სიტყვებს Marca.

მიმდინარე სეზონში სუარესმა მე-11 გოლი გაიტანა. სულ კი "ბარსელონას" რიგებში ურუგვაელმა 264 მატჩში 188-ჯერ გამოიჩინა თავი.

0.116787