ფეხბურთი

13:45 | 8.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

MASTER LEAGUE-ის დაჯილდოება იოტა ჰოტელში

დეკემბერს სასტუმრო იოტა ჰოტელის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა MASTER LEAGUE-ის დაჯილდოების ცერემონიალი. დაჯილდოვდნენ როგორც თბილისის MASTER LEAGUE-ს პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები და თბილისის MASTER LEAGUE-ს ნომინანტები, ასევე გამოვლიდნენ საქართველოს MASTER CUP-ის 2019 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშეები.

თბილისის მასტერ ლიგაში პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდა:

საუკეთესო მეკარე: დავით ღლონტი (SSPS)
საუკეთესო მცველი: ილია კანდელაკი (კრწანისი)
საუკეთესო ნახევარმცველი: ლაშა ხომასურიძე (SSPS)
უნივერსალი: ალექსანდრე იაშვილი (გრასრუტი)
საუკეთესო თავდამსხმელი/ბომბარდირი: კახა კალაძე (თბ.მერია)
საუკეთესო ფეხბურთელი: ჯეჯო ჯალიაშვილი (SSPS)

საქართველოს მასტერ ლიგის თასზე პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდა:

საუკეთესო მეკარე: ვატო ლობჟანიძე (თბ.მერია)
საუკეთესო მცველი: გივი კვარაცხელია (თბ.მერია)
საუკეთესო ნახევარმცველი: თემურ ტყეშელაშვილი (ქუთაისის კახიანოური)
უნივერსალი: ლაშა კუხიანიძე (ქუთაისის კახიანოური)
საუკეთესო თავდამსხმელი/ბომბარდირი: გიორგი დემეტრაძე (თბ.მერია)
საუკეთესო ფეხბურთელი: ილია გადელია (თბ.მერია)

პროექტი უპრეცენტო ხასიათის იყო, ვინაიდან მიმდინარეობდა უკლებლივ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა მთელი ქვეყნის მაშტაბით 260 გუნდი და 5000-ზე მეტი ფეხბურთელი.

0.110951