ფეხბურთი

12:12 | 8.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "შევეცდებით ტიტულისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ"

"მანჩესტერ სიტის" მტავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "მანჩესტერ იუანიტედთან" წაგებულ პრემიერლიგის მე-16 ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ წაგების მიუხედავად მისმა გუნდმა კარგად ითამაშა.

"მართალია დავმარცხდით, მაგრამ ვულოცავ ჩემ გუნდს: ჩემმა ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს და ფანტასტიკური გუნდი ვართ. "სიტის" მოთამაშეები სწრაფები არიან, მაგრამ როდესაც ბურთს კარგად უფრო რთულ მდგომარეობაში ვარდები. ჩვენ ბოლო პერიოდში ძალიან შევეცადეთ, მაგრამ მეტოქე დაგვიძვრა სიტუაცებიდან, რაც ხშირი არაა. შევეცდებით ტიტულისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ, ბევრი მიზეზი არსებობს ამისთვის. რთული იქნება, რადგან "ლივერპულმა" 16-დან 15 მატჩი მოიგო და წარმოუდგენელი სტარტი აქვს." - განუცხადა BBC Sports-ს გვარდიოლამ.

გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე ცუდი შედეგი აქვს. "სიტიმ" 16 ტურში 32 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115076