ფეხბურთი

17:01 | 7.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბელარუსმა საქართველოსთან მატჩამდე შეკრება და ორი სპარინგი დაგეგმა

ბელარუსის ნაკრებმა ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსთან მატჩამდე შეკრება დაგეგმა. როგორც ბელარუსთა ვებგვერდი იტყობინება, მახაილ მარხელის გუნდი 19-26 თებერვალს შეკრებას გაივლის და ამავე პერიოდში ორ სპარინგსაც ჩაატარებს.

ბელარუსის ნაკრები 23 თებერვალს დუბაიში უზბეკეთს, ხოლო სამი დღის შემდეგ სოფიაში ბულგარეთის ნაკრებს გაეჯიბრება.

აღსანიშნავია, რომ ეს თარიღი ოფიციალურად სანაკრებო მატჩებისთვის გამოყოფილი არაა, მაგრამ ვინაიდან ბელარუსის ნაკრები ძირითადად ადგილობრივი ჩემპიონატის გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, წესით ოპტიმალური შემადგენლობის შეკვრა არ უნდა გაუჭირდეს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ბელარუსს 26 მარტს თბილისში უმასპინძლებს და გამარჯვებული ფინალში გავა.

0.114527