კალათბურთი

11:45 | 7.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის 5 წუთი და მარცხი "დეტროიტ პისტონსთან" (+VIDEO)

ნაციონალურ საკალთბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“, რომელიც “დეტროიტ პისტონს“ დაუპირისპირდა და 108:101 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 5:33 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი მხოლოდ ერთი დაფარება მიითვალა. გოგამ 1 სამქულიანიც ისროლა, თუმცა არაზუსტად.

გამარჯვებული გუნდის რიგებში ორმაგი დუბლი - 25 ქულა და 22 მოხსნა დააგროვა ანდრე დრემონდმა, ყველაზე მეტი ქულა კი ტი ჯეი უორენს ჰქონდა - 26.

„ინდიანა პეისერს“ 14 მოგების საპირისპიროდ 8 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო მატჩს 8 დეკემბერს „ნიუ ორკ ნიქსთან“ გამართავს.

0.118404