ფეხბურთი

9:46 | 6.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბარნეტი: „ზიდანი ბედნიერი უნდა იყოს, ბეილი „რეალში“ რომ თამაშობს“

„რეალის“ ვარსკვლავის, გარეთ ბეილის აგენტი, ჯონათან ბარნეტი, ჟურნალისტებს მისი კლიენტის მადრიდულ კლუბში დღევანდელი მდგომარეობის შესახებ ესაუბრა.

„გარეთი, ცხადია კმაყოფილი არ არის ახლანდელი ვითარებით. მაგრამ კონტრაქტი აქვს და ყველა მატჩში 100 პროცენტით დაიხარჯება. მას პრიმერას, ჩემპიონთა ლიგისა და სხვა ტურნირების მოგება სურს.

ფაქტები და სტატისტიკა უჩვენებს, რომ როცა ბეილი მინდორზეა, „რეალი“ უფრო ხშირად იმარჯვებს. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ზიდანი ბედნიერი უნდა იყოს, ასეთი მოთამაშე რომ ჰყავს.

ვნახოთ, თუ სარფიან წინადადებას მიიღებს, კლუბის პრეზიდენტთან ერთად დავსხდებით და გადავწყვეტთ, სად გააგრძელებს გარეთი კარიერას.

0.111805