ფეხბურთი

23:20 | 5.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი ანჩელოტის გაშვებას არ აპირებს

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა აურელიო დე ლაურენტისმა Radio Kiss Kiss-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მიუხედავად წარუმატებელი პერიოდისა, კარლო ანჩელოტის ენდობა და მის შეცვლას არ გეგმავს.

"ანჩელოტისადმი ნდობა არ დამიკარგავს, ბოლომდე ვენდობი როგორც მწვრთნელს და ადამიანს. მომავალში არაფრის შეცვლას არ ვაპირებ, სეზონის დასაწყისში შეცდომები დავუშვით და ახლა დამშვიდება გვმართებს. სხვა მწვრთნელებისთვის არ დამირეკავს, არც გატუზოსთვის. რაც შეეხება ალეგრის, მას 2013 წლიდან ვუკავშირდებოდით და ეს ახალი ამბავი არაა." - განაცხადა აურელიომ.

"ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატში ბოლოს 19 ოქტომბერში მოიგო და მას შემდეგ ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ნეაპოლელები 20 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113255