ფეხბურთი

20:53 | 5.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზარი "ელ კლასიკოში" ვერ ითამაშებს

მადრიდის „რეალის“ შემტევი ნახევარმცველი ედენი აზარი „ელ კასიკოში“ ვერ ითამაშებს. როგორც „სამეფო კლუბის“ ვებგვერდი იტყობინება, ბელგიელს ტერფის პრობლემა აღენიშნება, რომელიც პსჟ-სთან მატჩში მიიღო.

სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ აზარი 18 დეკემბერს „ბარსელონასთან“ მატჩში მოედანზე ვერ გავა.

გარდა ამისა, კუნთის ტრავმა აქვს მარსელოც და ბრაზილიელის თამაშიც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ – „რეალის“ მატჩი „კამპ ნოუზე“ ჯერ კიდევ ოქტომბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ 18 დეკემბრისთვის გადაიდო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112761