ფეხბურთი

18:23 | 5.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი: „სამარცხვინოა, რომ მანე „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა გამოკითხვაში მეოთხე ადგილზე გავიდა“

„ბარსელონას“ მთავარვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, ჟურნალისტებს „ლივერპულის“ შემტევის, სადიო მანეს შესახებ გაუზიარა აზრი.

„სამარცხვინოა, რომ მანე „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა გამოკითხვაში მხოლოდ მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა. მართალია, წლეულს ბევრი ღირსეული კანდიდატი იყო, არჩევანიც იოლი არ გახლდათ, მაგრამ მე მაინც მანეს გამოვარჩევდი, რადგან ძალიან მომწონს. ის შესანიშნავი ფეხბურთელია.“ - ციტირებს არგენტინელის სიტყვებს Canal+.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულის“ სენეგალელმა შემტევმა, სადიო მანემ, „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა გამოკიხვაში მეოთხე ადგილი დაიკავა. მესი კი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მეექვსედ მოიპოვა ეს პრიზი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136335