კალათბურთი

10:18 | 5.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ინდიანამ“ ისევ მოიგო, ბითაძეს არ უთამაშია

„ინდიანა პეისერსი“ გამარჯვებათა სერიას აგრძელებს. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ ტურში ინდიანაპოლისელებმა სტუმრად ოკლაჰომა სიტიში, „თანდერი“ 107:100 დაამარცხეს.

ქართველი ცენტრი ამჯერად პარკეტზე არ გამოჩენილა.

აღმოსავლეთის კონფერენციის ცხრილში „ინდიანა“ 14 გამარჯვებითა და 7 წაგებით, იმავე მე-6 ადგილზე დარჩა.

0.111452