ფეხბურთი

2:28 | 5.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: "2006 წელს "ოქროს ბურთისთვის" ვიბრძოდი, მაგრამ სერია B-ში თამაში გადავწყვიტე"

იტალიის ჩემპიონის ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა 2006 წელს, კარიერის პიკზე სერია B-ში თამაშის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, მაშინ ბევრი რამ დათმო, მაგრამ სწორედ ამ არჩევანის დამსახურებაა, რომ დღეს ისევ „იუვენტუსში“ იმყოფება.

„სერია B-ში დარჩენის გადაწყვეტილება? სამყაროს შუაგულში ეს იყო იმის შესაძლებლობა, რომ ძლიერი სიგნალი მიმეწოდებინა ყველა ბიჭისთვის, ვისაც ეს ვნება გააჩნია. ამგვარი სიგნალის მიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ თუ თქვენ პირველი ხართ, ვინც უარს იტყვის რაიმე მნიშვნელოვანზე და იმ მომენტში მე ბევრი რამ დავთმე: 28 წლის ვიყავი, ჩემი კარიერის მწვერვალზე. მსოფლიო ჩემპიონატი ახალი მოგებული მქონდა და „ოქროს ბურთის“ მოსაგებად ვთამაშობდი. სხვა გადაწყვეტილება რომ მიმეღო, ბევრი რამ შეიცვლებოდა. თუმცა იმ მომენტში დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგი ქცევით, სხვების მიმართ გულუხვობით, ცხოვრება ყველაფერს უკან მომცემდა. თუ დღეს, თითქმის 42 წლის ასაკში ისევ აქ ვარ, ეს 14 წლის წინ გაკეთებული არჩევანის საფუძველზეა“, - თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ ბუფონი 2006 წელს „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ თანამემულე ფაბიო კანავაროს ჩამორჩა. იმავე წლის ზაფხულში „იუვენტუსი“ სერია B-ში დააქვეითეს, ჯიჯის ევროპული გრანდებიდან წინადადებები არ აკლდა, მაგრამ ტურინში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო და კლუბს უერთგულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112313