ფეხბურთი

1:28 | 5.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნს" ზაფხულში ტუხელი ჩაიბარებს

მიუნხენის „ბაიერნს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ჰანს-დიტერ ფლიკი გაწვრთნის, თუმცა ზაფხულში ტომას ტუხელი ჩაიბარებს. აღნიშნულ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

როგორც გავლენიანი გამოცემა იტყობინება, ფლიკი „რეკორდმაისტერის“ პოსტზე დარჩენას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუ გუნდს ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგას მოაგებინებს.

მის მემკვიდრეთა შორის კი, ყველაზე რეალური კანდიდატი ტომას ტუხელია, რომელსაც პსჟ-სთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. თუმცა, მიუნხენელები მზად არიან პარიზიდან გერმანელი დამდეგ ზაფხულს გადაიბირონ.

აქვე გეტყვით, რომ „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა, ხოლო ბუნდესლიგაში 24 ქულით მხოლოდ მეოთხე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114089