ფეხბურთი

1:03 | 5.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

პეტი: "ბარსელონას" გასახდელში რასიზმი იყო, ესპანურის ნაცვლად კატალონური ენის სწავლას მაიძულებდნენ"

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ახლო წარსულში ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი ემანუელ პეტი „ბარსელონაში“ გატარებულ პერიოდს ცუდად იგონებს. პეტის განცხადებით, „ბლაუგრანაში“ რასიზმი მძვინვარებდა და შეტევის ობიექტი არაერთხელ ყოფილა.

„ბარსელონას“ გასახდელში რასიზმის მსხვერპლი ვიყავი. ეს ბევრჯერ ხდებოდა, მათ შორის სხვა ფეხბურთელების შემთხვევაშიც. „ბარსელონაში“ ცუდ დროს გადავედი, ნამდვილი ომიიყო კატალონელ და ჰოლანდიელ ფეხბურთელებს შორის. მწვრთნელა სერა ფერერი იყო, რომელსაც არ ჰქონდა საკმარისი ქარიზმა სიტუაციის სამართავად.

მეუბნებოდნენ, რომ ესპანურის ნაცვლად კატალონური ენა მესწავლა. როდესაც ვუთხარი, რომ ესპანეთში ვიყავი, მიპასუხუს, რომ კატალონიაში ვიყავი. ნაციონალიზმის ძალიან ახლოსაა რასიზმთან“, - თქვა პეტიმ.

შეგახსენებთ, რომ პეტი „ბარსელონას“ ღირსებას 2000-2001 წლების სეზონში იცავდა. ფრანგმა კარიერის განმავლობაშ „მონაკოს“, „არსენალისა“ და „ჩელსის“ რიგებშიც ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116579