ფეხბურთი

0:37 | 5.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: 17 წლის ანსუ ფატის გამოსასყიდი თანხა 170 მილიონი ევროა

კატალონიის „ბარსელონამ“ ანსუ ფატის ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც „ბლაუგრანას“ ვებგვერდი იტყობინება, თინეიჯერი შემტები „კამპ ნოუზე“ 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ამავდროულად, ხელშეკრულების ორი წლის ვადით ავტომატურად განახლებაც შესაძლებელი იქნება.

ნიშანდობლივია, რომ 17 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 170 მილიონი ევრო იქნება და მსურველ გუნდებს სწორედ ამ თანხის გაღება მოუწევთ.

ფატის „ბარსელონას“ მთავარ გუნდში დებიუტი მიმდინარე სეზონში ჰქონდა და დღემდე ჩატარებულ 11 თამაშში 2 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111995