ფეხბურთი

21:28 | 4.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მწვრთნელთა განათლების რიგით მეცამეტე კონფერენცია კვიპროსში

კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში უეფას ორგანიზებით მწვრთნელთა განათლების რიგით მეცამეტე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ყველა საფეხბურთო ასოციაციის წარმომადგენელი დაესწრო. საქართველოდან სამ დღიან კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა, ზაზა ზამთარაძემ და მწვრთნელთა პროფესიული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ვასილ მაისურაძემ მიიღეს.

​ნიქოზიაში გამართულ მწვრთენლთა განათლების მეცამეტე კონფერენციის პარალელურად უეფას განვითარებისა და ტექნიკური მხარდაჭერის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომლის წევრიც სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტ, კახა ჭუმბურიძე გახლავთ. კომიტეტის შეხვედრის დასრულების შემდეგ, სხვა წევრებთან ერთად სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი მწვრთნელთა განათლების კონფერენციის მუშაობაში ჩაერთო.

მწვრთნელთა განათლების კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა გასული წელი შეაჯამეს და ამ სფეროში არსებული სიახლეები განიხილეს. კონფერენციის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა და უკრაინის ეროვუნლი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ გაუზიარეს.

GFF.GE

0.176174