სხვა

20:58 | 4.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი, ჩემპიონთა ლიგა - "დინამო" პირველ გამარჯვებასთან ახლოს იყო

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „დინამო თბილისმა“ გერმანულ „ჰანოვერს“ უმასპინძლა და ძალიან ახლოს იყო პირველი მატჩის მოგებასთან. საერთოდ, B ჯგუფში ორივე გუნდს ხუთი ტურის თავზე ქულაც არ ჰქონდათ მოპოვებული და ორივესთვის იდეალური შანსი იყო, რომ გამარჯვება ეზეიმათ.

რევაზ ჩომახიძის გუნდი თითქმის მთელი თამაში ფლობდა უპირატესობას, ანგარიშშიც წინ იყო, მაგრამ ბოლოს გამარჯვებული მაინც გერმანელები გამოვიდნენ. მთლიანობაში დაძაბული შეხვედრა გამოდგა, ყველაზე დიდი სხვაობა პირველ პერიოდში დაფიქსირდა, როდესაც „დინამო“ ორბურთიანი სხვაობით (3:1) დაწინაურდა. მერე კი, თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა.

„ჰანოვერი“ პირველად მეოთხე პერიოდში გავიდა წინ, როდესაც რეალმა ანგარიში10:9 გახადა, ხოლო გამარჯვების ბურთი საფინალო სასტვენამდე წუთითა და 11 წამით ადრე ივან ნაგაევმა გაიტანა და „ჰანოვერმა“ 11:11 მოიგო.

შედეგად, ჯგუფში „დინამო“ ერთადერთი გუნდია, რომელიც ჯგუფში უქულოდ იმყოფება და მერვე ადგილზეა. თბილისელები მომდევნო შეხვედრას 9 დეკემბერს, სტუმრად „პრო როკოსთან“ ჩაატარებენ.

„დინამო თბილისი“ – „ჰანოვერი“ 10:11 (5:4, 2:2, 2:3, 1:2)

გოლები: 1:0 ბარალდი (06:47), 1:1 მუსლიმი (06:24), 2:1 მაგრაქველიძე (05:48), 3:1 ვაპენსკი (05:08), 3:2 ნაგაევი (04:43), 4:2 ბითაძე (04:25), 4:3 ბრგულიანი (02:51), 4:4 რადოვიჩი (02:07), 5:4 ბითაძე (01:42), 6:4 მაგრაქველიძე (03:31), 6:5 ნაგაევი (02:33), 7:5 ჯახაია (00:49), 7:6 ვინკელჰორსტი (00:27), 8:6 მაგრაქველიძე (05:26), 8:7 რადოვიჩი (03:52), 8:8 რეალი (01:41), 9:8 ბარალდი (01:14), 9:9 ბრგულიანი (00:23), 9:10 რეალი (06:51), 10:10 ვაპენსკი (05:29), 10:11 ნაგაევი (01:16)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119117