ფეხბურთი

19:04 | 4.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფოთის "კოლხეთი" ეროვნულ ლიგა 3-თან ახლოსაა, "სამგურალი" ეროვნულ ლიგა 2-თან

ფოთის კოლხეთი საქართველოს ეროვნულ ლიგა 3-ში დაქვეითებასთან ძალიან ახლოსაა. დღეს, სტარტი ეროვნული ლიგა 2-სა და ეროვნული ლიგა 3-ის პლეი-ოფებმა აიღო, რის შედეგადაც გაირკვევა ვინ ითამაშებს დამდეგ სეზონში რანგით მეორე და მესამე დივიზიონებში.

„კოლხეთი“ ეროვნულ ლიგა 2-ში ბოლო ადგილს და გავარდნას ბოლო ტურში გადაურჩა, თუმცა, პლეი-აუტიდან, როგორც ჩანს ვერ გადაურჩება. ფოთელებმა დღეს ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი მატჩი ფოთში წყალტუბოს „სამგურალთან“ 0:3 წააგეს. კაკულიამ და ახვლედიანმა პირველ ტაიმში მოუტანეს იმერლებს კომფორტული უპირატესობა, ხოლო მეორე ნახევარში ლაშა კუჭუხიძემ პრაქტიკულად ყველაფერი ნათელი გახადა - 0:3.

ასე, რომ წყალტუბოელები ახლოს არიან ეროვნულ ლიგა 2-ში აღზევებასთან, ხოლო „კოლხეთი“ პირიქით, ქვედა ლიგაში დაქვეითებასთან.

მეორე შეხვედრა დუშეთში, „არაგვსა“ და ლანჩხუთის „გურიას“ შორის გაიმართა. აქ უფრო მეტი კითხვის ნიშანია, მაგრამ ფავორიტი მაინც გამოიკვეთა. გურულებმა ემანუელ იაგრის დასაწყისშივე გატანილი გოლით მოიგო და საპასუხო შეხვედრის წინ „გურიამ“ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა.

საპასუხო მატჩები კი, ლანჩხუთსა და წყალტუბოში 10 დეკემბერს გაიმართება. ხვალ კი, უკვე ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლა დაიწყება: „სიონი“ „სამტრედიას“, „თელავი“ კი „რუსთავს“ უმასპინძლებს.

„კოლხეთი“ – „სამგურალი“ 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 კაკულია (6), 0:2 ახვლედიანი (37), 0:3 კუჭუხიძე (77)

„არაგვი“ – „გურია“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 იაგრი (9)

0.119103