ფეხბურთი

19:57 | 4.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების კურსები თბილისში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური განყოფილება თბილისის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლის რეგიონული ფედერაციების ჩართულობით აცხადებს მიღებას ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების კურსზე. აღნიშნული კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილე მწვრთნელი უეფა-ს C ლიცენზიას მიიღებს. რაც, თავის მხრივ, აუცილებელი მოთხოვნაა მომავალში უეფა-ს B ლიცენზიის კურსზე მოსახვედრად.

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად მწვრთნელებისათვის ზემოთხსენებული კურსი სრულიად უფასოა.

გადამზადების კურსებს 20-21 დეკემბერს დავით პეტრიაშვილი არენა უმასპინძლებს. აღნიშნული კურსით ეროვნული ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის უეფას C ლიცენზიაზე გადამზადება სრულდება.

ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების კურსებზე მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ზემოთ აღნიშნულ რეგიონულ ფედერაციებს.

GFF.GE

0.113034